ხარაგაულის, სოფელ ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს, მათემატიკის პედაგოგს, ნატო შათირიშვილს, მასწავლების სახლისგან საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ,მანანა ბარბაქაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა ვეფხვაძემ ნატო შათირიშვილს ეს აღიარება კოლეგებთან ერთად მიულოცეს, შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
მასწავლებლის სახლი დამსახურებული მასწავლებლის სერტიფიკატს სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და განსაკუთრებული პედაგოგიური მოღვაწეობის გამო გასცემს.
მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 30 წლიანი გამოცდილება, საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლის გათვალისწინებითაც გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა ხდება.
აღნიშნული წოდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენასა და საზოგადოებისთვის საუკეთესო და დამსახურებული მასწავლებლების წარდგენას ემსახურება.