თეატრალური სეზონი უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საპრემიერო ჩვენებით დახურა. მსახიობებმა მუსიკალური სატირა "ყვარყვარე თუთაბერი" წარმოადგინეს.
ადაპტირებული ტექსტის ავტორი ვალერი ოთხოზორია გახლდათ. რეჟისორი ვატო ჯუღელი. ( ნაწარმოები შთაგონებულია პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით).
თანამედროვე „ყვარყვარე თუთაბერი“ განსხვავებულია თავისი წინამორბედისგან. სპექტაკლში მოქმედება ხდება 21-ე საუკუნის საქართველოში. ახალი სასცენო ვერსია სწორედ ამ საუკუნის ადამიანთა მანკიერ თვისებებს ავლენს, ახალი ფორმებითა და ჟღერადობით.
მონაწილეობენ: თემურ კიკნაველიძე, ბადრი ტაბატაძე (იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი), კოსტა ფოცხვერაშვილი, გიორგი გიორგიძე (დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოწვეული მსახიობი), ნანუკი მაკრახიძე, ალექსანდრე ტაბახმელაშვილი (მოწვეული მსახიობი), თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, ნინო აბესაძე, გიორგი სირბილაძე (მოწვეული მსახიობი), მერაბ ზუზაძე (მოწვეული მსახიობი).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ზესტაფონი“-ს მოცეკვავეები.