TOPNEWS » მთავარი თემა » ლეჩხუმში “ხვამლობა” აღინიშნა
ლეჩხუმში “ხვამლობა” აღინიშნა

ლეჩხუმში რელიგიური-სახალხო დღესასწაული ,,ხვამლობა" აღინიშნა.
ისტორიულ ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
წირვის დასრულების შემდეგ ხვამლის მთაზე ჩატარდა ასპარეზობა დოღში, რომელიც ლეჩხუმელი ალეკო ჩაკვეტაძის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასული ცხენოსნები საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.