"მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია,"-რას ფიქრობს ხალხი ხარაგაულის მერზე?

"მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია,"-რას ფიქრობს ხალხი ხარაგაულის მერზე?

როგორ მოგწონთ ხარაგაულის მერის საქმიანობა?-აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო Topnews.ge-ზე გამოკითხვა მიმდინარეობდა. გამოკითხვაში სულ 338 ადამიანი მონაწილეობდა. 

გამოკითხვის შედეგები ამგვარად გადანაწილდა:

გამოკითხულთა 90.83 პროცენტი (307 ადამიანი) თვლის, რომ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის საქმიანობაზე მხოლოდ დადებითის თქმა შეუძლია, რადგან, როგორც გამოკითხულები თვლიან, მერი და მისი გუნდი აქტიურად მუშაობს ხარაგაულის უკეთესობისთვის.

გამოკითხულთა 7.01 პროცენტი (24 ადამიანი) არ არის კმაყოფილი მერის საქმიანობით, ხოლო 2.07 პროცენტის (7 ადამიანი) პოზიცია იყო, რომ არ სურდა გამოკითხვაში მონაწილეობა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები