ქუთაისში ექიმი დახმარებას ითხოვს-რას ითხოვს ოფთალმოლოგი ყოფილი დამსაქმებლისგან?

ქუთაისში ექიმი დახმარებას ითხოვს-რას ითხოვს ოფთალმოლოგი ყოფილი დამსაქმებლისგან?

ქუთაისში, ექიმი ყოფილ დამსაქმებელ მიმართავს და შეურაცხმყოფელი ბანერების საჯარო სივრციდან აღებას. ითხოვს.

თემო ჭოლაძე ბავშვთა ოფთალმოლოგია. ის ადეიშვილის კლინიკების ქსელის ქუთაისის ფილიალში მუშაობდა. როგორც ექიმი ამბობს მის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭოლაძემ სამუშაო ადგილი შეიცვალა და კლინიკა "აილაინი"-ს გუნდს შეუერთდა.

"არასოდეს არავისთვის მითხოვია ჩემი პოსტის გაზიარება, მაგრამ ხალხო, თუ თქვენთვის ოდნავ რამეს წარმოვადგენ, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი! უმნიშვნელოვანესი მომენტია ახლა ჩემს ცხოვრებაში და როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა.ჩემმა ყოფილმა დამსაქმებელმა შეურაცხმყოფელი პოსტები არ იკმარა და უფრო შორს წავიდა. პიროვნების შეურაცხყოფა საჯაროდ, მთელი ქალაქის თვალწინ გადაწყვიტეს, ლაფში ამომსვარეს და თავზე გადამიარეს. შეურაცხყოფილი ვარ, როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი. მინდა ამ კლინიკის ხელმძღვანელობას საჯაროდ მივმართო, სასწრაფოდ ჩამოხსნას შეურაცხმყოფელი პოსტერები!!,"-ამბობს ექიმი.

ადეიშვილის კლინიკების ქსელში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბანერების დიზაინი შეიცვლება. რაც შეეხება მომხდარს, კლინიკაში ამ დროისთვის დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ კლინიკის ადმინისტრაცია ადგილზე არ იმყოფება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები