TOPNEWS » მთავარი თემა » გეოლოგი: სოფელი კურსები მეწყერის მიზეზით მე-19 საუკუნის ბოლოს დაიცალა მოსახლეობისგან, თუმცა მოგვიანებით კვლავ დასახლდა

გეოლოგი: სოფელი კურსები მეწყერის მიზეზით მე-19 საუკუნის ბოლოს დაიცალა მოსახლეობისგან, თუმცა მოგვიანებით კვლავ დასახლდა

გეოლოგი: სოფელი კურსები მეწყერის მიზეზით მე-19 საუკუნის ბოლოს დაიცალა მოსახლეობისგან, თუმცა მოგვიანებით კვლავ დასახლდა

რა გახდა ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერის გამომწვევი მიზეზი? -გეოლოგების დასკვნა ცნობილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ეს იყო ძველი, სტაბილიზაციის მდგომარეობაში გადასული მეწყრული ფერდობი, რომელიც გააქტიურდა. როგორც გეოლოგი ამბობს, აღნიშნული ტერიტორია მეწყერის მიზეზით მე-19 საუკუნის ბოლოს დაიცალა მოსახლეობისგან, თუმცა მოგვიანებით კვლავ დასახლდა. სტიქიის ზონაში მოქცეული 80 ოჯახიდან 58 ადგილზე ვეღარ დაბრუნდება. 

“აღნიშნულ უბანზე, სადაც მეწყერი გააქტიურდა და პროცესები კვლავ მიმდინარეობს, მომავალში ცხოვრებას ჩვენ გამოვრიცხავთ. 20-22 სახლი სრულად არის დანგრეული, დღეს შეიძლება მეტიც იყოს, 30-მდე ავარიულ მდგომარეობაშია, დანარჩენები ზედმეტ-ნაკლები დეფორმაციებით ხასიათდება,”-ამბობს გეოლოგი.

მეწყერი სოფელ კურსებში 12 მარტს, გამთენიისას მოხდა. 45-მა ოჯახმა სოფელი დატოვა. ისინი დროებით სასტუმროებში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის მათი ქირით გაყვანის პროცესი მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu