TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში ლარაშის ციხის აღდგენა მიმდინარეობს

ლენტეხში ლარაშის ციხის აღდგენა მიმდინარეობს

ლენტეხში ლარაშის ციხის აღდგენა მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ლარაშის ციხის აღდგენითი სამუშაოები.

მიმდინარე პროექტი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილეებთან — ბერდია ჩანქსელიანთან, ალუდა თუთისანთან და მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გაზდელიანთან, ერთად დაათვალიერა.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 417 348 ლარს შეადგენს.

საწყისი სამუშაოების ფარგლებში ლარაშის ციხეზე ჩატარდა:

• გაწმენდითი და კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები;

• ციხის მიმდებარე ტერიტორიის ეკალ-ბარდისა და ხე-მცენარეების სპეციალური ხსნარით დამუშავება და ამოძირკვა.

კედლების გამოჩენის შემდეგ მოხდა ნანგრევების სკანირება და ციხის ნაშალის მდგრადობის შეფასება, რის საფუძველზეც მომზადდა არქიტექტურულ-არქეოლოგიური საზომები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლარაშის ციხის დაკონსერვებითი სამუშაოები, რომლებიც არქეოლოგიური რესტავრატორების ზედამხედველობით ხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu