რეკლამა

თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის შეკეთებაზე 14.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის შეკეთებაზე 14.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილი გზების დეპარტამენტმა თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთის შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-102) ჩოლაბურის ხიდი - თერჯოლა - ტყიბულის საავტომობილო გზის კმ8 - რუფოთი - ალისუბანი - საზანო - თუზი - ქვაციხე - კიცხის საავტომობილო გზის კმ20 - კმ28+400 მონაკვეთს.

აღნიშნული სამუშაოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 325 839 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 12 თვეში.

შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები