TOPNEWS » მთავარი თემა » რა შეიცვლება ქუთაისის სპორტის სასახლეში რეაბილიტაციის შემდეგ?
რა შეიცვლება ქუთაისის სპორტის სასახლეში რეაბილიტაციის შემდეგ?

ქუთაისში სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშოებს გაეცნო.
მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლე სრულად განახლდება. პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, ინტერიერი, სველი წერტილები, სპორტული მოედანი და აღიჭურვება ახალი ინვენტარით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარია განსაზღვრული.