TOPNEWS » მთავარი თემა » 2026 წელს ქუთაისი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს

2026 წელს ქუთაისი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს

2026 წელს ქუთაისი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს  უმასპინძლებს

ქუთაისის  მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია რაგბის 2026 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის აღმასრულებელ დირექტორს  საიმონ კიბლის და რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორს,  საქართველოს წარმომადგენელს მსოფლიო ჩემპიონატზე  ლექსო გუგავას შეხვდნენ.

2026 წელს საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს  უმასპინძლებს. ტურნირი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო საკითხებზე, ჩემპიონატის კულტურულ-შემეცნებით მხარეებზე. დავით ერემეიშვილმა მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა ორგანიზატორებს.

საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს  მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს. პირველად 2017 წელს ჩატარდა, სადაც 12 გუნდი მონაწილეობდა. 2026 წელს ჩემპიონატში მონაწილეთა რიცხი 16-მდე გაიზარდა. ტურნირი მომდევნო წლის ზაფხულში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ნაწილს „აია არენა“ უმასპინძლებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu