ჭიათურაში წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის პროცესი ეტაპობრივად გრძელდება - სამუშაოები უკვე დაიწყო ითხვისის მაღაროში. ინფორმაციას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანი” ავრცელებს.
მათი ცნობით, აღდგენით და გადამაგრებით სამუშაოებთან პარალელურად, მაღაროს რამდენიმე უბნიდან უკვე მიმდინარეობს მადნის გამოტანის პროცესიც.
“სამუშაოები ხორციელდება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით, თითოეულ ობიექტზე ჩართულია შესაბამისი პროფილის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ტექნიკური ჯგუფები, რაც პროცესის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,”-აცხადებენ კომპანიაში.