TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ ხანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მოწყობა 2026 წლის ბოლოს დასრულდება
სოფელ ხანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მოწყობა 2026 წლის ბოლოს დასრულდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სრულად აღდგება ქალაქ ბაღდათისა და სოფლების კაკასხიდი–ხანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები გარდამავალია - 2025 წელს დაიწყო და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ამ ეტაპზე ალტერნატიული გზით გადაადგილდება.





