“რეგულარულად ვამოწმებთ აპარატის ტექნიკურ მდგომარეობას, ვახორციელებთ მის განახლებას და ვიცავთ ყველა საჭირო პროტოკოლს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს პაციენტის ჯანმრთელობა”

ლაზერული ეპილაციის ცენტრი Laser Space სილამაზისა და წესრიგის მოყვარული პაციენტებისათვის შეუცვლელი არჩევანია. ცენტრი პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას ხელმისაწვდომი ტარიფით უწევს.
ახალი ამბების სააგენტო top-news.ge Laser Space-ს კიდევ ერთ პროფესიონალ კადრს, მაკა გოლეთიანს გაგაცნობთ.
“ლაზეროთერაპიის არჩევა ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ყოველთვის მიზიდავდა მედიცინა და განსაკუთრებით ის სფეროები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. 1 წლის წინ საშუალება მომეცა ჩემი სურვილი რეალობად მექცია და გავმხდარიყავი ლაზეროთერაპევტი,”-გვიყვება მაკა.
მისი თქმით, ლაზეროთერაპევტისთვის აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება და უნარი, რომლებიც მას აღნიშნულ პროფესიაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება:
პროფესიული ცოდნა და ტექნიკური უნარები. ლაზერული ტექნოლოგიები ასევე მოითხოვს დეტალურ ცოდნას და სიზუსტეს. ლაზეროთერაპევტს უნდა ჰქონდეს სიღრმისეული ცოდნა ადამიანის სხეულის შესახებ და უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ლაზერული მოწყობილობები სწორად და უსაფრთხოდ.
“პაციენტისადმი ემპათია
პაციენტებთან ურთიერთობა გულისხმობს მათი საჭიროებების გაგებას და მხარდაჭერას. ემპათია მნიშვნელოვანია, რათა პაციენტმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.
ლაზეროთერაპია ასევე ხშირად მოითხოვს ზუსტ და ფრთხილ მიდგომას, რადგან ეს პროცედურები უშუალოდ გავლენას ახდენს პაციენტის ჯანმრთელობაზე და კანის მდგომარეობაზე.
კომუნიკაციის უნარები,პაციენტებისთვის პროცესების ახსნა, მათი კითხვებზე პასუხის გაცემა და ნდობის მოპოვება მნიშვნელოვანია. ეს თვისებები პროფესიონალს დაეხმარება, იყოს არა მხოლოდ წარმატებული, არამედ პაციენტებისთვის სანდო და ეფექტური სპეციალისტი,”-ამბობს მაკა გოლეთიანი.
როგორც სპეციალისტი გვიყვება, ყოველი პაციენტის პროცედურამდე ტარდება ჰიგიენური დასუფთავება და ასევე დეტალური ანამნეზი, რათა სპეციალისტი დარწმუნდეს, რომ პროცედურა პაციენტისთვის უსაფრთხო იქნება.
“რეგულარულად ვამოწმებთ აპარატის ტექნიკურ მდგომარეობას, ვახორციელებთ მის განახლებას და ვიცავთ ყველა საჭირო პროტოკოლს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს პაციენტის ჯანმრთელობა,”-ამბობს მაკა გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ ლაზერული ეპილაციის ცენტრი Laser Space- ს ახალი მისამართია:
📍ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას #44.