TOPNEWS » მთავარი თემა » “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დახმარება სახელმწიფოსგან დროულად და სამართლიანად მიეწოდოს თითოეულ დაზარალებულს”

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დახმარება სახელმწიფოსგან დროულად და სამართლიანად მიეწოდოს თითოეულ დაზარალებულს”

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დახმარება სახელმწიფოსგან დროულად და სამართლიანად მიეწოდოს თითოეულ დაზარალებულს”

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.

მერმა მადლობა გადაუხადა მერის წარმომადგენლებს სტიქიის დროს გაწეული ძალისხმევისა და მიმდინარე სამუშაოებისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ თოვა შეწყდა, თოვლისგან გზების სრულად გაწმენდის სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფლის ცენტრალური გზა გახსნილია, ხოლო მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბნო გზების გაწმენდა.

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს მერიის სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად სწავლობს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას. როგორც მერმა აღნიშნა, არცერთი ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება – სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი ზარალის ანაზღაურებას,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"სოფლებში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომისიის მუშაობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დახმარება სახელმწიფოსგან დროულად და სამართლიანად მიეწოდოს თითოეულ დაზარალებულს," – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

ხარაგაულის მერია მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდება და აქტიურად ემზადება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu