TOPNEWS » მთავარი თემა » მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული ფერწერული პორტრეტიდან გრაფიკული ასლის შექმნა-ქუთაისში კონკურსი “პორტრეტი” ჩატარდა

მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული ფერწერული პორტრეტიდან გრაფიკული ასლის შექმნა-ქუთაისში კონკურსი “პორტრეტი” ჩატარდა

მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული ფერწერული პორტრეტიდან გრაფიკული ასლის შექმნა-ქუთაისში კონკურსი “პორტრეტი” ჩატარდა

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კონკურსი “პორტრეტი“ ჩატარდა, რომელიც გულისხმობს მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული ფერწერული პორტრეტიდან გრაფიკული ასლის შექმნას. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VII-XI კლასის მოსწავლეებმა. 

“კონკურსის ორგანიზატორია და ჩატარება უზრუნველყო  ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ განათლების განყოფილებამ (მაყვალა ქობულაძე) და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელოვნების განყოფილებამ (კურატორი ნინო სარავა). 

კონკურსანტებს სამუშაო დრო განესაზღვრათ სამი ასტრონომიული საათი. ჟიურის მიერ გამოვლინდება სამი საუკეთესო ნამუშევარი. ასევე, მუზეუმის რჩეული და ჟიურის ,,რჩეული’’. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. 

საუკეთესო ნაშრომების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართება მ/წლის 1 ივნისს, 14:00 საათზე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში,”-ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu