TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის რეგიონში ახალი ბაღები შენდება

იმერეთის რეგიონში ახალი ბაღები შენდება

იმერეთის რეგიონში ახალი ბაღები შენდება

იმერეთში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მოინახულა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში 75 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და ქუთაისში 450 აღსაზრდელზე გათვლილი N33 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. 

“იგი, ასევე, იმყოფებოდა ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით აშენებულ 180 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღში, სადაც შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. საბავშვო ბაღები თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და რეაბილიტირდება. ეწყობა საძინებლები, სათამაშო, გამოსაცვლელი, სამზარეულო და ადმინისტრაციული ოთახები, გარე სათამაშო მოედნები და რეკრეაციული სივრცეები.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ქალაქ ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სამუშაოები 2026 წელს  უნდა დასრულდეს. 200 მოსწავლეზეა გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება. სკოლაში მოეწყობა ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და წყალარინების ახალი სისტემები.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. იმერეთის რეგიონში, საერთო ჯამში, 13 საბავშვო ბაღის და 7 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს.
ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთში უკვე  დასრულებულია 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.6 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი ხონისა და წყალტუბოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ საჭიროებებსაც გაეცნო. მან ორივე ქალაქში არსებული საფეხბურთო სტადიონები დაათვალიერა და დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა,”-ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu