რეკლამა

“რუსეთს გვაბარებენ,”-აქცია ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან

“რუსეთს გვაბარებენ,”-აქცია ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისთან

“ქართული ოცნების”
გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, აპროტესტებენ ქუთაისში. 

მოქალაქეები მმართველი პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ. “რუსეთს გვაბარებენ,”-ამგვარი სლოგანებით ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე.

„კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტიც გააკრიტიკა.

“ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები