ვანში, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში, ხალხმრავლობის ფონზე აინთო. ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ადგილობრივებს მიმართა და ნაძის ხე მათთან ერთად აანთო.
მერის თქმით, 2023 წელი ვანისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით მნიშვნელოვანი წელი იყო. ალექსანდრე გოგორიშვილმა მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ 2024 წელს ვანი კიდევ უფრო მეტად გალამაზდება.
საახალწლო გარემოზე ამახვილებენ ყურადღებას ადგილობრივები და ამბობენ, რომ ღონისძიებაზე შვილებთან ერთად მოვიდნენ.
"ჩვენთვის, ადგილობრივებისათვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ლამაზდება. ძალიან ლამაზის ჩვენი ვანი. ბავშვებთან ერთად მოვედით. ხედავთ ბავშვები როგორ მხიარულობენ. კიდევ უფრო ბევრი ხალხი იქნება 28 დეკემბერს, როცა ვანში პრემიერის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება გაიმართება,"-ამბობს ადგილობრივი მადლენა ჯიშკარიანი.