TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, მესხის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
ქუთაისში, მესხის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
ქუთაისში, მესხის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. პროექტის მიხედვით, მოხდება არსებული დაზიანებული ბეტონის სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სანიაღვრე ჭების მოწყობა და გრუნტის არხის გაწმენდა.
დაზიანებული სანიაღვრე გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა მესხის ქუჩის მაცხოვრებლებს. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის შესახებ.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
პროექტის ღირებულებაა 958 099 ლარი და რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.





