TOPNEWS » მთავარი თემა » ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებაა

ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებაა

ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებაა

„ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებაა.

„ორი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და თბილისის მერობის კანდიდატზეც კი ვერ არის ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ვისზეც არის საუბარი, ეს კანდიდატები მეტყველებენ იმაზე, რომ ძალიან უჭირს ოპოზიციას. ეს არის მათი საქმე. ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად. გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველი ძალა წინასაარჩევნოდ საკუთარ დღის წესრიგს მიჰყვება და ამ გეგმით მოქმედებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu