ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე გრან-პრი გადაეცა.
ქუთაისის მერი თოჯინების თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა და წარმატება მიულოცა.
ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლმა "მახინჯი იხვის ჭუჭული" ფესტივალზე ნომინაცია "საუკეთესო რეჟისურაშიც" გაიმარჯვა - პრიზი გადაეცა რეჟისორ ნინო მაღლაკელიძეს, ხოლო ამავე სპექტაკლში შესრულებული როლისთვის "საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ტიტული აბელ სოსელიამ მოიპოვა.
შეხვედრას საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი ესწრებოდა.