TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში, მაღაროს დირექტორის ცემაში ბრალდებული 4 პირი დააკავეს

ჭიათურაში, მაღაროს დირექტორის ცემაში ბრალდებული 4 პირი დააკავეს

ჭიათურაში, მაღაროს დირექტორის ცემაში ბრალდებული 4 პირი დააკავეს

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს დირექტორის ცემაში ბრალდებული 4 პირი სამართალდამცავებმა დააკავეს. საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა. დაკავება წუხელ, გვიან ღამით იმ კარავში მოხდა, სადაც ბრალდებულები პროტესტის სხვა მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ. 

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს ინფორმაციით, საწარმოო პროცესის განახლებამდე მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

“პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით  გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან  მიიმალნენ. 

რაც შეეხება დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თენგიზ კობერიძეს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება,”-აცხადებდნენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ორი თვეა, რაც ჭიათურაში პროტესტი მიმდინარეობს. გაფიცული მაღაროელები მუნიციპალიტეტიდან კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მუნიციპალიტეტიდან წასვლას და მაღაროების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას ითხოვენ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu