რეკლამა

ქუთაისში პირველი ტიპის დიაბეტიანი ბავშვები ყოველთვიურად ას ლარს მიიღებენ

ქუთაისში პირველი ტიპის დიაბეტიანი ბავშვები ყოველთვიურად ას ლარს მიიღებენ

ქუთაისში 1-ლი იანვრიდან 1 ტიპის დიაბეტიან ბავშვთა პროგრამა ამოქმედდა. 

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის, გიგა შუშანიას ინფორმაციით, ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს ქუთაისი მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს (მისამართი, დუმბაძის ქ. 61) შესაბამისი თანდართული დოკუმენტაციით:

1. (მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, 2. ბენეფიციარის დაბადების მოწმობა;
3. სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა N100);
4. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი,
5. საბანკო რეკვიზიტები.

"დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ყოველთვიურად, 100 (ასი) ლარის ოდენობით. ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე 18 წლის ასაკის შესრულების თვე,"-ამბობს დეპუტატი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები