TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
ქუთაისში საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში დაგეგმილია ღია ცისქვეშ კინოჩვენებების გამართვა, ასევე, ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
„ზაფხულის საღამოები“ 6, 7 და 8 აგვისტოს მეფეთუბანში, თეთრი ხიდის მიმდებარედ გაიმართება.
კინოჩვენებების პროგრამა:
6 აგვისტო, 20:00 სთ.
• „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
• „ნამე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში;
7 აგვისტო, 20:00 სთ.
• „არდადეგები“ – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი;
• დოკუმენტური ფილმი „თეთრი რელიგია“ – რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძე;
8 აგვისტო, 20:00 სთ.
• „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე.

















