რეკლამა

ამბროლაურის მერია და საკრებულო მისამართს იცვლის

ამბროლაურის მერია და საკრებულო მისამართს იცვლის

ამბროლაურში, კოსტავას ქუჩის N38-ში მდებარე ხუთსართულიან შენობას, სადაც  რწმუნებულის ადმინისტრაცია, ამბროლაურის მერია და საკრებულო უნდა განთავსდეს, რეაბილიტაცია უტარდება.

"პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, მიმდინარეობს შიდა ინტერიერის სრული რეაბილიტაცია, ხორციელდება ელექტრო მომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების მოწყობა. მეორე ეტაპით კი გათვალისწინებულია გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. სამუშაოები გასული წლის სექტემბრის თვეში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის აპრილის თვეში იგეგმება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  778 015,27 ლარს შეადგენს.

გაცნობებთ, რომ არსებული ადმინისტრაციული შენობა დაუბრუნდება ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც განთავსდება ამბროლაურის სასწრაფო სამედიცინო ცენტრი და სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები