TOPNEWS » მთავარი თემა » რაზე შეთანხმდნენ პროფკავშირები და ჭიათურის მაღაროების მენეჯერი?

რაზე შეთანხმდნენ პროფკავშირები და ჭიათურის მაღაროების მენეჯერი?

რაზე შეთანხმდნენ პროფკავშირები და ჭიათურის მაღაროების მენეჯერი?

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და  ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია- cmc-ის დირექტორი მიხეილ სოცკი
ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ჭიათურაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნებისა და შენიშვნების განხილვა წარმოადგენდა. 
 
“შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. კომპანიამ გაითვალისწინა პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

კონკურსი არ შეეხება ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებს- სს ახალ გამამდიდრებელ ქარხანასა და შპს ჯმ-ემს -ს. ხოლო, სხვა მიზეზებიდან გამომდინარე (დასაქმებულის უარი სამუშაოზე ან სხვა გარემობა) კომპანიაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კომპანიის სხვა დასაქმებულებს.

 არ მოხდება კომპანიასა და მაღაროელება შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხდება მხოლოდ დამატებითი შეთანხმებების გაფორმება (მაგ. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 8 საათიან სამუშაო გრაგიკზე გადასვლა). სტაჟი ყველა თანამშრომელს ჩვეულებრივ გაუგრძელდება, უწყვეტად.

პროფკავშირსა და კომპანიას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება, ყველა სიკეთითა და სარგებელით.

რეორგანიზაციის პროცესში პირთა შეფასება მოხდება ობიექტურად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნება, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, მიღებული მხოლოდ მუშაობის ბოლო 1 წლის განმავლობაში 01.11.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე. ასევე, ნებისემირი შეფასება დაყრდნობილ იქნება ობიექტურ ფაქტებზე. 

ერთობლივი შეთანხმებით განისაზღვრება ქალთა კვოტა მენეჯერულ და სხვა პოზიციებზე.

კომპანიაში ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებში. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კვალიფიკაციია ამაღლევა ან/და გადამზადება დასაქმების მიზნით. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მთელ რიგ სხვა საკითხებზე, მათ შორის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც პროფკავშირებმა დააყენა მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, გაგრძელდება მუშაობა შეთანხმების მიღწევის მიზნით,”-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu