იმერეთში, კურორტ საირმის მიმართულებით გადაადგილება პარალიზებულია. აღნიშნულის მიზეზს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების განვითარება წარმოადგენს.
სოფელ ნერგეეთში, მთიდან წამოსულმა მეწყრულმა მასამ 4 სახლი დაფარა. მეწყერის ქვეშ მოყოლილი 10 ადამიანიდან ერთი ცოცხალი იპოვეს, 6 გარდაიცვალა, ხოლო 3-ს მაშველები კვლავ ეძებენ.
"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 510 500. სტიქიასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ცხელი ხაზით,"-აცხადებენ ბაღდათის მერიაში.