რეკლამა

“ავარიების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია ტყიან და მთის ზონებში მოტეხილი ხეებით, რომლებმაც დააზიანეს გადამცემი ხაზები”

“ავარიების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია ტყიან და მთის ზონებში მოტეხილი ხეებით, რომლებმაც დააზიანეს გადამცემი ხაზები”

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური სტიქიით გამოწვეული ავარიების აღდგენას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს-ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო “ტოპნიუსს” ენერგოკომპანიაში განუცხადეს. 

“უამინდობის გამო, 28 ნოემბერს ავარიულად გამოირთო ელექტრომომარაგება იმერეთისა და რაჭის მუნიციპალიტეტების ნაწილში. მოსული ნალექის გამო დროებით გაითიშა რამდენიმე მაღალი ძაბვის ხაზი, ასევე 10/6 კვ გამანაწილებელი ქსელის ხაზები ხარაგაულის, ტყიბულის, ზესტაფონის, ამბროლაურისა და ონის მომსახურების ცენტრებში. სს ენერგო-პრო ჯორჯიას პერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მაღალი ძაბვის ხაზები ნაქერალა და კაცხი დღის პირველ ნახევარშივე ჩაირთო, რითაც რაჭას დენი მიეწოდა. ადგილობრივ ტექნიკურ ბრიგადებს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული პერსონალიც აქტიურად ეხმარება, რომ დროულად მოხდეს დაბალ ძაბვაში არსებული დაზიანებების აღდგენა. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭირო მასალა.

ავარიების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია ტყიან და მთის ზონებში მოტეხილი ხეებით, რომლებმაც დააზიანეს გადამცემი ხაზები. მიმდინარეობს გამანაწილებელი ქსელის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. გათიშული აბონენტების უმეტესობა დღის ბოლომდე  ელექტროენერგიას მიიღებს,”-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები