TOPNEWS » მთავარი თემა » რა ეტაპზეა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები?

რა ეტაპზეა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები?

რა ეტაპზეა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები?

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით, სამუშაოები გრძელდება. 

ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში იწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სარწყავი სისტემის და სკვერის, ბილიკების, მწვანე საფარის და გარე განათების სამუშაოები, ასევე გათბობა-გაგრილების სისტემის და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ა.შ. 

“ეს იქნება  რეგიონული მასშტაბის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული, ან დასკვნით ფაზაშია.

სამუშაოების მოცულობა შთამბეჭდავია და უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური ცენტრი იქნება. 

რაც მთავარია, საქართველოს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სივრცე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციური  პროდუქტების მხარდასაჭერად,”-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu