TOPNEWS » მთავარი თემა » რა დარღვევები გამოვლინდა შუქრუთის მაღაროზე?

რა დარღვევები გამოვლინდა შუქრუთის მაღაროზე?

რა დარღვევები გამოვლინდა შუქრუთის მაღაროზე?

შუქრუთის მაღაროზე დარღვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ჭიათურის სამთომრეწველობის პროფესიული კავშირი ავრცელებს. 

"დასაქმებულთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმდინარე წლის 7 თებერვალს კომისიური წესით მოხდა შპს "მაღაროელი"-ს  შუქრუთის მაღაროს სავენტილაციო სისტემისა და მაღაროზე არსებული საწარმოო უბნებში მიწოდებული ჰაერის პროცენტობის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა რიგი დარღვევები, რომლებიც საჭიროებდნენ გადაუდებელ გამოსწორებას. ამ მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში მაღაროს მესამე საწარმოო უბანში დარღვევების აღმოფხვრამდე შეჩერებული იყო საწარმოო პროცესი.

მაღაროზე სიტუაციის გამოსასწორებლად ახლიდან მოხდა სავენტილიაციო სისტემის დამონტაჟება, რაც დღეს განმეორებით შემოწმებისას დადებითად იქნა შეფასებული. მაღაროს ყველა უბანში მისაწოდებელი ჰაერის დასაშვები პროცენტობა იყო შენარჩუნებული,"-აცხადებენ პროფკავშირებში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu