TOPNEWS » მთავარი თემა » ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებს შეხვდა.  

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. მისი საერთო ფართობი 107 649.10 ჰა-ია, რომელსაც 82 რეინჯერი იცავს.

მინისტრმა რეინჯერებს მადლობა გადაუხადა მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიები ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი საგანძურის შენარჩუნების მიზნით იქმნება. ამ ტერიტორიების დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეა.

შეხვედრის დროს მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ხანძარსაშიში პერიოდია და დეტალური ინფორმაცია მიიღო რეინჯერთა აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu