ვანში ჭადრაკში ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა

ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჭადრაკში ნინო ხურციძის მემორიალი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 200 მოსწავლე/ მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ტურნირს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- შოთა გიორგაძე და ვანის ა(ა)იპ ვანის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი ივანიაძე, ასევე, საპატიო სტუმრები: ალექსანდრე არსენიძე -იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი და ნინო ხურციძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.
გამარჯვებულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1. მიქაძე მარიამი; 2. ჩარგეიშვილი მარიამი; 3.სანიკიანი ოდრი.
8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. ცანავა ცოტნე; 2. სარჯველაძე დემეტრე; 3. ანთია იოანე;
10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1. ბერიშვილი ლილე; 2. შურღულაია ნინო; 3. კუბლაშვილი ანასტასია;
10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. ყუბანეიშვილი ანდრია; 2. ერაძე ილია; 3. სიორდია ნიკოლოზი;
12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1. დოგრაშვილი მართა; 2. გიორგაძე მარიამი; 3. ბელთაძე მარიამი;
12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. წულაია გიორგი; 2. გაბელაია ვანო; 3. გაბრიჭიძე გეგა;
16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1.ჭიჭინაძე ანასტასია; 2. კიტაძე ანანო; 3. გუნია ნინო;
16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. ცივაძე რევაზი; 2. ჩხარტიშვილი ლაზარე; 3. კიკალიშვილი ლუკა;
ღია ტურნირი: 1. ნაყოფია გიორგი; 2. ბეჭვაია გრიგოლი; 3. ჯახაია ანდრია
ღია ტურნირის საუკეთესო შედეგები ქალთა შორის: 1. ქუთათელაძე ანასტასია
აღნიშნული მემორიალი ვანში 2019 წლიდან იმართება და მასში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს.