TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა გრძელდება

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა გრძელდება

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა  გრძელდება

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა გრძელდება. უკვე დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის და სახიდე ნაგებობების მოწყობა.

გზის ეს მონაკვეთი ლანჩხუთსა და მის სოფლებს აუვლის გვერდს. მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324.6 მილიონი ლარით ფინანსდება. 

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე ექსპლუატაციაშია. აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

პროექტის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, შეუფერხებელი და ეფექტური სატრანზიტო კავშირის უზრუნველყოფა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu