ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტ მიშიკო მუმლაძეს ეძებენ.
როგორც მისი მეუღლე ამბობს, აქტივისტი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ის ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე შესვლას ცდილობდა.
"ქართულ ოცნებას" აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა არასრულწლოვნებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე. მამუკა მდინარაძე უთხარი შემომიშვან,"-წერდა მუმლაძე სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიშიკო მუმლაძე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ის სასამართლოშია გადაყვანილი.