TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურის სოფელ შხივანაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ამბროლაურის სოფელ შხივანაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ამბროლაურის სოფელ შხივანაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შხივანაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით გოგლიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ დაათვალიერეს.  

პროექტის ფარგლებში 2,3 კმ-მდე მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს რკინა- ბეტონის სანიაღვრე არხებისა და გზის საყრდენი კედლების მოწყობას.

სამუშაოები მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2 250 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu