TOPNEWS » მთავარი თემა » ექსპერტთა ჯგუფი ხარაგაულის ბაღებში ავტორიზაციის შემოწმებას იწყებს
ექსპერტთა ჯგუფი ხარაგაულის ბაღებში ავტორიზაციის შემოწმებას იწყებს
ექსპერტთა ჯგუფი ხარაგაულის ბაღებში ავტორიზაციის შემოწმებას იწყებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანებით, შექმნილია ექსპერტთა ოთხკაციანი ჯგუფი, რომელიც ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სამი საბავშვო ბაღის (საღანძილის, ნადაბურის და ვერტყვიჭალის) ავტორიზაციისთვის მზაობას შეაფასებს.
ექსპერტები შემოწმებას 8 ოქტომბრიდან დაიწყებენ.
პროცესის მთავარი მიზანია დაწესებულებებში ხარისხიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ექსპერტები შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება ბაღები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დადგენილ სტანდარტებს.





