რეკლამა

ქუთაისში ცნობილი ლექტორი გარდაიცვალა

ქუთაისში ცნობილი ლექტორი გარდაიცვალა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს. ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ინგლისური ენის მიმართულების მასწავლებელი ინგა გორგაძე. 

"ინგამ სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენს უნივერსიტეტში. წლების მანძილზე იგი ინგლისური ენის კათედრის, ხოლო 2011 წლიდან ენების ცენტრის თანამშრომელი იყო. ინგა გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, აკადემიურობით და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით, რის გამოც იგი ყველასთვის საყვარელი კოლეგა და ლექტორი იყო. 

ბოლო წლების მანძილზე ინგამ საოცარი ნებისყოფა გამოავლინა მძიმე სენთან ბრძოლაში. ცხოვრებისადმი მისი პოზიტიური დამოკიდებულება გულგრილად ვერ ტოვებდა გარშემომყოფებს. 

მიუხედავად მისი ხანმოკლე ცხოვრებისა, ინგა მრავალი თაობის აღმზრდელია. მან წარუშლელი კვალი დატოვა მისი სტუდენტების განვითარების კუთხით. 

ვუსამძიმრებთ ინგას ოჯახს და მეგობრებს. შესანიშნავ დედას, პროფესიონალ ანგლისტს, ყველასათვის საყვარელ კოლეგას და ლექტორს ვემშვიდობებით. ინგა გორგაძე მუდამ დარჩება ჩვენთვის ნათელი, უანგარო, კეთილსინდისიერი და მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნების მაგალითად,"-ნათქვამია განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები