TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფელში ხიდი ჩაინგრა

ბაღდათის სოფელში ხიდი ჩაინგრა

ბაღდათის სოფელში ხიდი ჩაინგრა

ბაღდათის  მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მდინარე  ლუხუტაზე მდებარე, მთის ძირამდე მისასვლელი ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა  და  დაინგრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 

"აღნიშნული ხიდით სოფელ პირველი ობჩის 100-მდე ოჯახი სარგებლობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებითი ხიდის მოწყობა. სოფელს ასევე აქვს შემოვლითი გზა და მოსახლეობას გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ხიდის მშენებლობის დოკუმენტაციაზე მუშაობა. ახალი ხიდის პროექტი გამზადებულია. მალე სოფელ პირველ ობჩაში  მთისძირამდე მისასვლელ გზაზე კაპიტალური ხიდი აშენდება,"-აცხადებენ ბაღდათის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu