რეკლამა

ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი მუშაობას პირველი თებერვლიდან აგრძელებს

ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი მუშაობას პირველი თებერვლიდან აგრძელებს

ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი მუშაობას მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან განაახლებს. 

აუზზე საჭირო სანიტარული სამუშაოებიდან გამომდინარე, მომხმარებლების მიღება  31 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იყო შეზღუდული.

ცნობისთვის, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის. ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე. აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.



ტეგები:

Facebook - კომენტარები