TOPNEWS » მთავარი თემა » "საჯვარეობა,"-სახალხო დღესასწაული ონის სოფელ ღარში

"საჯვარეობა,"-სახალხო დღესასწაული ონის სოფელ ღარში

"საჯვარეობა,"-სახალხო დღესასწაული ონის სოფელ ღარში

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღარში „საჯვარეობის“ დღესასწაული გაიმართა.

საჯვარეობა ყოველწლიურად აღდგომიდან მერვე კვირას სოფელ ღარში აღინიშნება, მას ზემო რაჭის თითქმის ყველა სოფლიდან უერთდებიან სხვადასხვა ასაკის მლოცველები.

დღესასწაულის წინა დღით, ცხენოსნები სოფელ ღარის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში იკრიბებიან, ტრადიციული ფერხულით ქმნიან საზეიმო განწყობას და ერთად მიემართებიან ველების წმინდა გიორგი სალოცავ ადგილზე, სადაც ღამეს ათენებენ და ოჯახის ჩვენი კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობას ავედრებეს წმ.გიორგის და მთავარანგელოზს. მეორე დღეს ცხენოსანი მახარობელი სოფელში შეკრებილ მოსახლეობას, მომლოცველების მშვიდობით დაბრუნებას ამცნობს.

სახალხო-რელიგიულ დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოსახლეობასთან ერთად აღნიშნეს საჯვარეობა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu