TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია 2 სოფელში, ხოლო შიდა სასოფლო გზები ჩაკეტილი აქვს 5 სოფელს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია 2 სოფელში, ხოლო შიდა სასოფლო გზები ჩაკეტილი აქვს 5 სოფელს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.
თოვლის წმენდის სამუშაოებთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები. სტიქიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია 2 სოფელში, ხოლო შიდა სასოფლო გზები ჩაკეტილი აქვს 5 სოფელს.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 8 ერთეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც ეტაპობრივად და ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას სხვადასხვა სოფლის მიმართულებით და მოიცავს ყველა პრობლემურ მონაკვეთს.





