TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში 6 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება
სამტრედიაში 6 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება
სამტრედიაში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი აშენდება. პროექტირების პროცესი უკვე იწყება.
სტადიონი გათვლილი იქნება დაახლოებით 6 000 მაყურებელზე და სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
“ახალი სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და შექმნის პირობებს ეროვნული და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების გამართვისთვის,”-ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.





