რეკლამა

2024 წელს შაორის ბანაკი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს

2024 წელს შაორის ბანაკი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს

 შაორის ბანაკმა ახალგაზრდების მეოთხე ნაკადს უმასპინძლა.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაერთნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. 

თავდაცვის სამინისტროსთან (თემა: ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობა), ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (თემა: საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები) და საქართველოს საპატრიარქოსთან (თემა: ნარკოპოლიტიკა: გამოწვევები და საფრთხეები) თანამშრომლობით, ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. 

ინფორმაციისთვის: 2024 წელს შაორის ბანაკი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის გზით ხორციელდება და ბანაკში მონაწილეობას რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები შეძლებენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები