რეკლამა

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული თამაზ ქასრაშვილი ზესტაფონში დაკრძალეს

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული თამაზ ქასრაშვილი ზესტაფონში დაკრძალეს

  აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990 - იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული სამოქალაქო პირის, თამაზ ქასრაშვილის ნეშტი ზესტაფონში  საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით, 1992 - 1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო - უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათ გადმოსვენებას ახორციელებს. 

"ამჯერად, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა უგზო  - უკვლოდ დაკარგული 16 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი ( 7 სამხედრო, 9 მშვიდობიანი მოქალაქე).  იდენტიფიცირებულ პირთა შორის  გახლდათ სამოქალაქო პირი - თამაზ ქასრაშვილი, რომელიც ოჯახის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარედ არსებულ სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას  ოჯახის წევრებსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამაზ ქასრაშვილი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას 54 წლის ასაკში შეეწირა.  აფხაზმა სეპარატისტებმა ის   საკუთარ სახლში წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს. 

აფზაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი  თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა,"-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები