რეკლამა

სოფელ ითხვისის მე-2 საჯარო სკოლის კურსადმთავრებულს ბარბარე ღავთაძეს ჭიათურის მერმა ფულადი ჯილდო და საჩუქარი გადასცა

სოფელ ითხვისის მე-2 საჯარო სკოლის კურსადმთავრებულს ბარბარე ღავთაძეს ჭიათურის მერმა ფულადი ჯილდო და საჩუქარი გადასცა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ,  2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სამივე საგანში,  საქართველოს ერთ  - ერთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს ბარბარე ღავთაძეს უმასპინძლა. მერმა ჭიათურის,  სოფელ ითხვისის მე- 2 საჯარო სკოლის კურსადმთავრებულს, ოქროსმედალოსან ბარბარე ღავთაძეს ფულადი ჯილდო და საჩუქარი გადასცა. 

"ძალიან საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის  და განსაკუთრებით ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ახალგაზრდა ადამიანის ასეთი შრომისმოყვარეობისა და თავდადების გამოვლენა.  ჭიათურა ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა განათლების ხარისხით და  ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მათ სრულფასოვან და ხარისხიან  განათლებაში. წარმატებებს ვუსურვებ ბარბარეს ცხოვრების ახალ და საინტერესო საფეხურზე. 
ასევე მადლობა ითხვისის მე-2 საჯარო სკოლას, პედაგოგებს და ოჯახს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ გოგონას თავისი ნიჭის და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონოდა,"-განაცხადა გივი მოდებაძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები