ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მოსახლეობა უფასო ტრანსპორტირების სერვისით ისარგებლებს

ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მოსახლეობა უფასო ტრანსპორტირების სერვისით ისარგებლებს.
მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=613287&lang=ge
ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია. მოსახლეობის უმრავლესობა ასაკოვანი ადამიანია, მათი შემოსავალი ძირითადად ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებაა.
სატრანსპორტო კომპანიები ,მცირე დატვირთვიდან გამომდინარე, აღნიშნული მარშუტით არ ინტერესდებიან, რამაც მოსახლეობის გადაადგილების პრობლემები შექმნა.
ტენდერის წარმატებით დასრულების შემდეგ, უფასო ტრანსპორტირება ყოველ ოთხშაბათს (ბაზრობის დღეს) იქნება ხელმისაწვდომი, რაც მოქალაქეებს გაუადვილებს გადაადგილებას, პროდუქტების რეალიზებას და დაუზოგავს ხარჯებს.