რეკლამა

ზესტაფონის თეატრს კულტურის სამინისტრომ განათების აპარატურა გადასცა

ზესტაფონის თეატრს კულტურის სამინისტრომ განათების აპარატურა გადასცა

კულტურის სამინისტრომ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სცენის განათების აპარატურა გადასცა. 

აპარატურის ღირებულება 106 ათასი ლარია. ზესტაფონის თეატრს კულტურის სამინისტროსგან გადაეცემა გახმოვანების სისტემაც. 

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2025 წელს დაიწყება თეატრის რეაბილიტაცია.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურის სამინისტრო წლის ბოლომდე 16 სახელმწიფო თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენის განათებისა და გახმოვანების სისტემებს გააახლებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები