TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო ტური გაიმართა

იმერეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო ტური გაიმართა

იმერეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო ტური გაიმართა

იმერეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის DMO იმერეთის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო ტური გაიმართა.

ტურის მიზანი იყო ადგილობრივი გიდებისა და ტუროპერატორების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და მათი პოზიციების გაძლიერება ტურისტულ ბაზარზე.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივი თუ კულტურული ღირსშესანიშნაობები, ეკლესია-მონასტრები, ავთენტური აგრო-სახლები და მარნები, გაეცნენ მესხურ სამზარეულოს,  დააგემოვნეს ადგილობრივი ღვინო და კულტურულ მემკვიდრეობად ქცეული მესხური კერძები; მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ მასტერ კლასებში. საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მომსახურების სტანდარტებსა და ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების თავისებურებებს.

“ტური გამორჩეული იყო შთამბეჭდავი და საინტერესოდ დატვირთული დღეებით, რაც მომავალში ხელს შეუწყობს  ორ რეგიონს შორის გამოცდილების გაზიარებას, ახალ პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარებასა და იმერელი გიდების პროფესიული პოზიციების გამყარებას.

განსაკუთრებული მადლობა სამცხე-ჯავახეთის DMO-ს გამორჩეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მათი ჩართულობა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო ტურის წარმატებით განხორციელებისა და სამუშაო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის - ეს იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, რამდენად ეფექტურად შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით რეგიონებს შორის თანამშრომლობა,”-ნათქვამია DMO იმერეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu