ხარაგაულის მერმა ხარაგაულის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა
„ხარაგაულობა 2026“ საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ღონისძიებაზე ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ცხრა საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.
მერის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭათ:
ტატო გრიგალაშვილს — მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ჭიდაობაში;
გივი ჭიჭინაძეს — საქართველოს პარლამენტის წევრს;
ზეინაბ ბუაჩიძეს — წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგს;
ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძეს — ბიზნესმენსა და ქველმოქმედს;
გია აბაშიძეს — პოლიტიკის ექსპერტს;
თამარ ებანოიძეს — მედიცინის დოქტორს, პროფესორს;
ლადო ბოჟაძეს — საქართველოს პარლამენტის წევრს;
ინეზა კელენჯერიძეს — წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგს;
ზაურ ბერაძეს — საქართველოს ჩემპიონს ჭიდაობაში.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა გასულ წელს საპატიო ხარაგაულელის წოდების მფლობელი ზურაბ ორჯონიკიძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საპატიო ხარაგაულელები კობა ლურსმანაშვილმა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად წარადგინა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი და სხვა მოწვეული სტუმრები.
,,ხარაგაულობა 2026" ანსამბლ ,,ქართული ხმების" კონცერტით დასრულდა.





