რეკლამა

თერჯოლელი ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატება

თერჯოლელი ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატება

თერჯოლის მკვიდრმა ლუკა ბუიღლიშვილმა, რომელიც მიმდინარე წელს საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გორში საქართველოს პირველობაზე   პირველი ადგილი დაიმსახურა.

იური ჩაფიძემ კი ბათუმში გამართულ საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავა, გიგა ჩაფიძე ამავე ტურნირზე მესამე ადგილს დასჯერდა.  

თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა გამარჯვებულ სპორტსმენებს მიულოცეს  და დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცეს.

 "აღსანიშნავია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ქვედა სიმონეთის კეთილმოწყობილი საჭიდაო დარბაზი უკვე მეორე წელია  ფუნქციონირებს ადგილობრივი თვითმართელობის მხარდაჭერით, რაც საშუალებას იძლევა სპორტის აღნიშნულ სახეობას უფასოდ ათეულობით  ადგილობრივი მოსწავლე დაეუფლოს მწვრთნელ გიგა ჩაფიძის  ხელმძღვანელობით.  საჭიდაო დარბაზში ყოველდღიურად 30- ზე მეტი ბავშვი სწავლობს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ხელოვნებას,"-აცხადებენ თერჯოლის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები